კორონავირუსით ინფიცირებული გორელი მამაკაცის მეუღლეს ვირუსი არ დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს Covid _19 არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს ინფიცირებული მამაკაცის მეუღლემ აცნობა.

,,კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩამიტრდა, პასუხი დღეს გახდა ცნობილი და ის უარყოფითია", - განაცხადა ქალბატონმა.

54 წლის მამაკაცი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია, კორონავირუსი სომხეთში 2 აპრილს დაუფიქსირდა. მისი ოჯახის წევრები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა რუსთავში მცხოვრები მისი შვილის შემთხვევაშიც,

იხ.ამავე თემაზე: კორონავირუსით დაინფიცირებული გორელი მძღოლი სომხეთიდან თბილისში გადმოიყვანეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები