გორში გარემოვაჭრეების დახლები ვადაზე ადრე დაშალეს
დღეს დილით ავტოსადგურის მიმდებარედ მოვაჭრეებს დახლები დაშლილი დახვდათ.

მათი ინფორმაციით, დახლები გორის მერიიის წარმომადგენლებმა დაშალეს. აქვე განმარტავენ, რომ დგომის უფლება მათ აგვისტომდე ქონდათ.

მოვაჭრეები ცდილობენ აღადგინონ დახლები, თუმცა ადგილი პოლიციას აქვს შემოსაზღვრული და მათ იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

,,მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას." - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.

გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას დაემორჩილონ კანონს, შეწყვიტონ უკანონო სავაჭრო საქმიანობა და მოშალონ თვითნებურად მოწყობილი ნაგებობი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები