კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა
18 აპრილის დილის 10:00 საათის მონაცემებით COVID_19-ით დადასტურებული
შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, გუშინდელთან შედარებით 15-ით
გაიზარდა და არის 385.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, მათ შორის
გამოჯანმრთელდა 84, კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 527.
გარდაცვლილია 3 ადამიანი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები