შტაბს და სოფლის მეურენობის სამინისტროს შორის შეხვედრა შედგა რაზეც
მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დილის 7-9 საათის განმავლობაში დისტრიბუციაში ჩართულ პირებს
(მძღოლს/საწყობის მენეჯერს და აშ) და ქსელური სასურსათო მაღაზიების
თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მსუბუქი მანქანებით გადაადგილდნენ
სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით, ლოგისტიკურ
ცენტრამდე/მაღაზიამდე.
2. კომპანიები თანამშრომლებზე გასცემენ ცნობას, სადაც მითითეული
იქნება პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მანქანის სახელმწიფო ნომერი
და გადაადგილების დრო. აღნიშნული ცნობის გარეშე გადაადგილების
შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა (არ ეხება მხოლოდ 18 აპრილის
დილას).
3. დისტრიბუციისთვის აღნიშნული ცნობა გაიცემა მხოლოდ 18 და 21
აპრილზე, რომლითაც გადაადგილება ნებადართული იქნება დილის 7-9
საათამდე და საღამოს 6-8 საათამდე.
4. სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს მუშაობა გადაადგილება,
ცნობებით შეუძლია 18-21 აპრილის განმავლობაში, დილის 7-9 საათამდე და
საღამოს 6-8 საათამდე.
5. 19-20 აპრილს იკრძალება დისტრიბუციის მუშაობა. გამონაკლის
წარმოადგენს პურის და რძის დისტრიბუცია, რომლებსაც ცნობების მეშვეობით
გადაადგილების უფლება ექნებათ 18,19,20 და 21 აპრილს.
სტატიის გამოყენების პირობები