საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების
პროცესი გრძელდება.
განცახდება ამის შესახებ დღეს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე
გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს მორიგი სხდომა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს
წევრებმა განიხილეს, შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკური გახსნის
პირველი ეტაპი. ასევე ისჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან
დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიური ვითარების
შესაბამისად განხორციელდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის ინფორმაციით,
სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს
დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების განრიგი
ასეთია:
30 აპრილი - მადრიდი - თბილისი
1 მაისი - -ვენა-თბილისი
2 მაისი პრაღა-ბათუმი
5 მაისი-ათენი-თბილისი
7 მაისი-ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი-ბერლინი-თბილისი
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით,
მოქალაქემ, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს,
რომელიც გამოქვეყნებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
დიპლომატიური წარმომადგენლების ვებ-გვერდებზე.
სტატიის გამოყენების პირობები