ახალი ამბები
ძამას ხეობის ყველაზე ,,მდიდარი" სულიერი ძმები
ფოტოზე: ყვითლად მონიშნული ტერიტორია ეკუთვნის მამა სტეფანეს ( ი), წითელ ფერში - მამა დავითს (კობა კობაიძეს); ლურჯ ფერში - არქიმანდრიტ საბა ჟღენტს

ამას ხეობაში 58 ეკლესია-მონასტერი მოქმედებს, სადაც 258 სასულიერო პირი ცხოვრობს. 

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენ მამა დავითის პირადი ქონების შესახებ. მეუფე იობის შვილობილს, რომლის საერო სახელია კობა კობაიძე, ეკუთვნის სამხერხაო და ფერმა, ასევე, ამავე სოფელში სათიბები და ტყის მასივი.

მომდევნო სოფელში უფრო მეტი ტერიტორია უკავია გიორგი კორინთელს, იგივე მამაო სტეფანეს, მისი კერძო მიწის ფართობები 700 000 კვ.მ-ია.

რაც შეეხება არქიმანდრიტ საბა ჟღენტს, მის კერძო საკუთრებაშია სოფელ ტყემლოვანას ტერიტორიაზე, შუანოს მთის მონასტერთან, 915 000 კვ.მ მიწის ფართობი (სათიბი, საძოვარი, ტყე).

თუ შევაჯამებთ, ამ სამი გავლენიანი სასულიერო პირის კერძო ქონებას, ყველაზე მეტ ქონებას ფლობს საბა ჟღენტი, შემდეგ მოდის მამაო სტეფანე, შემდეგ მამაო დავითი (კობა კობაიძე). ვიდრე ვრცლად ქვემოთ გაეცნობით, აქვე გეტყვით, რომ მამა დავითს (კობა კობაიძეს) სამხერხაო და ფერმა გადაუფორმა მამაო სტეფანემ
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები