დე-ფაქტო ხელისუფლებამ დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გაათავისფლა
საოკუპაციო ხაზს მიღმა, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ გაათავისუფლა.

ისინი ოკუპირებული ცხინვალიდან საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ გამოუშვეს.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახის წევრებს ჯარიმა არ გადაუხდიათ.

ცოლ-ქმარი ამჟამად, სოფელ ხურვალეთში, დათა პაპასთან იმყოფებიან.

იხ.ამავე თემაზე: 

ხურვალეთში დაკავებული ცოლ-ქმარი დე-ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინში გადაიყვანა

ხურვალეთში დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი ცოლი დააკავეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები