ახალი ამბები
გორის სოფელ ფლავში კორონვირუსი 59 წლის ქალს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს, 59-წლის ქალს დაუდასტურდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გორის მუნიციპალიტეტში 6-მდე გაიზარდა.

რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, თამარ მელიქია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს მედდის კლასტერთან და გრძელდება დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევა. კერძოდ, სოფლებში თერგვისსა და ფლავში 2000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.

105 მოქალაქეს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

შეგახსნებთ, 29 აპრილიდან გორის სოფლებში თერგვისსა და ფლავში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 29 აპრილს, გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. მეორე დღეს ვირუსი მისი ოჯახის 3 წევს დაუდგინეს, 2-3 მაისს კი, COVID 19 სხვებთან, კონტაქტის კოტაქტთან გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები