ახალი ამბები
6 მაისს ,,გორიჯვრობას" სამანქანო გზა დაიკეტება
ფოტო: არქივიდან

"ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ქვეითები, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ.

,,თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება", - განცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

6 მაისს გორიჯვრობა აღინიშნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები