2020 წლის 10 მაისიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის,
სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლა შეწყდება. ამის შესახებ დე-ფაქტო
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიიდან ცხინვალში ვერც
სამხედროები შევლენ. შეზღუდვები 17 მაისამდე გაგრძელდება.
აკრძალვა რუს სამხედროებს, მესაზღვრეებს და საჯარო მოხელეთა გარკვეულ
კატეგორიას შეეხება.
"მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის
შესახებ, გახდა ცნობილი, თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ანატოლი
ბიბილოვმა აღნიშნა, რომ "რესპუბლიკას" სჭირდება საკარანტინო დრო, რათა
გამოიკვლიოს და დახმარება აღმოუჩინოს მოქალაქეებს, მათ შორის,
სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს," - თქვა
ე.წ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დინა გაზიევამ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეს 14
წლის ბიჭს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო სასწავლებლის კურსანტია,
ხოლო 2 პირი ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, ოსური მედიის ცნობით,
ლენინგორის რაიონში მცხოვრები დედა-შვილია.
სტატიის გამოყენების პირობები