ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოთა კავშირის დროშა გამყოფ ხაზთან აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ფოტოს მიხედვით, საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დროშის გვერდით ფრიალებს.

ცხინვალის უშიშროების კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული გლობალური და რეგიონალური ძალები ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვას ცდილობენ

"2020 წლის 9 მაისს კომიტეტის მთელი ოპერაციული შემადგენლობა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის სუკ-ის სასაზღვრო სამსახური, იმყოფება მის სამუშაო და საბრძოლო პუნქტებში, რათა უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები