ახალი ამბები
გორში ღამით მოსახლეობა ხანძრის სუნმა შეაწუხა
გორში გვიან ღამით სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

თამარ მეფის ქუჩაზე, წყაროს უბანში, მოსახლეობა სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად გამოწვეულმა სუნმა შეაწუხა.

შეტყობინების ავტორები უთითებენ, რომ ეს იყო ხანძრის შედეგად გამოწვეული სუნი.

პოლიციამ და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ლოკაციის დადგენა სცადეს, თუმცა კვალს ვერ მიაგნეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები