ახალი ამბები
ძმის ოჯახზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გორში მამაკაცი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე წაუყენეს ბრალი. 

ბრალდებულია მამაკაცი. იგი უმცროსი ძმის ოჯახზე განხორციელებულ მუქარის გამო, დააკავეს. ფაქტი სოფელ გარეჯვარში მოხდა. ძმებს შორის დავა საცხოვრებელი სახლის გარშემო წლებია მიმდინარეობს.

თავის მხრივ, რამდენიმე ხნის წინ, უმცროსი ძმაც იყო დაკავებული, სწორედ, უფროსი ძმის ოჯახის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.

ამ თემაზე იხ. მასალა

ძმათა დაპირისპირების სახლი გარეჯვარში - რას აკეთებს პოლიცია?

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები