ახალი ამბები
,,ხომ არ არის დრო ქართველებთან დიალოგი დავიწყოთ?!" - ცხინვალელი აქტივისტი თანამოქალაქეებს მიმართავს
თემურ ცხურბათმა, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს და სამოქალაქო აქტივისტია, სოციალურ ქსელში თანამოქალაქეებს მიმართა:

,,მეგობრებო და არამეგობრები, ხომ არ დადგა დრო დავიწყოთ ადეკვატურ და არაადეკვატურ ქართველებთან დაიალოგი? რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენს პრობლემას ნორმალური ურთიერთობისთვის", - წერს თემურ ცხურბათი.

ამ პოსტმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი პოსტის ქვეშ იწერება სხვადასხვა მოსაზრებები, ძირითადი აქცენტი მაინც საომარ მოქმედებებზე კეთდება.

,,ჩემი შეკითხვის მიზანია არა მხოლოდ ჩემი მოსაზრების, არამედ ოსთა აზრის გაგება და გადმოცემა ქართული საზოგადოების წინაშე", - უთხრა Qartli.ge-ს თემურ ცხურბათმა.

ის ცხინვალში გამომავალი გაზეთის ,,სამხრეთ ოსეთის" რედაქტორია, კოკოითის მმართველობის დროს, დაპატიმრებულიც იყო.

2019 წელს თბილისში სტუდია რე-ს ესტუმრა და მასთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოქვეყნდა. ძალიან მოეწონა უფლისციხე და გვთხოვა, რომ დირექტორს, ბადრი გასპაროვს მოკითხვა გადავცეთ.

,,თქვენმა სპეცსამსახურებმა ბოლოს აღარ შემომიშვეს. ესეც მინდა, რომ დაწეროთ", - გვითხრა გაზეთის რედაქტორმა.

ჯერჯერობით, მის ინიციატივას ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია. როგორც ცხურბათმა გვითხრა, ამ ეტაპზე მას ოსური საზოგადოების აზრი აინტერესებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები