ახალი ამბები
გორში 3 უბანი ერთმანეთს სანაპიროს გზით დაუკავშირდება
ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც ერთმანეთს წყაროსუბნის, ჭალისა და ცენტრის დასახლებების გზები იკვეთება. წრიული მონაკვეთი მდინარე მტკვრის, ე.წ. ახალ ხიდთან მოეწყო.

ძირითადი სამუშაოები ბარნოვის ქუჩაზე (ძველ და ახალ ხიდს შორის) მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 370 მ-ია. სანაპიროდან მიმავალი მანქანა მოხვდება როგორც სტალინის ქუჩაზე, ცენტრში, ასევე რომელაშვილების მიმართულებით (ჭალა).

პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია.



ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, საველოსიპედე ბილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გარდა ქუჩის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს. გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები