ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალს ქართული და ამერიკული Lions Club-ების წევრებმა საჩუქრები გადასცეს
დღეს, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალს COVID-19-ის წინაარმდეგ ბრძოლისთვის 12 ათასი ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა: პირბადეები, ხელთათმანები, სადენზინფექციო ხსნარები, უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრები, კომბინიზონები, ბახილები და სათვალეები გადაეცა.

ღონისძიება ინიცირებული იყო ,,საქართველოს Lions Club" მიერ, საერთაშორისო ,,ლაიანსების" მხარდაჭერით.

,,Lions Club" არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

საერთაშორისო ,,Lions ფონდი" მდებარეობს ჩიკაგოში, რომელიც აფინანსებს სასწრაფო ანუ ,,ემერჯენსი" პროექტებს.

,,Lions Club" გორის ორგანიზაციის პრეზიდენტის, ლელა წურწუმიას თქმით, ძალიან დასაფასებელია, როდესაც ამერიკამ, სადაც COVID-19-ის გამო ყველაზე მძიმე სიტუაციაა, გამონახა რესურსი და საქართველოს ეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოს ,,Lions Club"-მა შევიტანეთ ემერჯენსი გრანტზე პროექტი, რომლის მიზანი გახლდათ, საქართველოში COVID-19-ის პრევენციის ხელშეწყობა. მიუხედავათ იმ მძიმე სიტუაციისა, რომელიც აშშ-ია კორონავირუსის გამო, მაინც გამონახეს რესურსი და დაგვეხმარნენ. ეს არა არის პირველი ,,ემერჯენსი" დახმარება, რომელიც საქართველოს მიუღია საერთაშორისო ლაიანსების მხარდაჭერით. 2014 წელს, თბილისში წყალდიდობის დროს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ ფონდმა ჩვენს ქვეყანას. აღნიშნული დახმარება საქართველოს რამდენიმე რეგიონს: თბილისს, ქუთაისს, გორს და წყალტუბოს მოიცავს",-აღნიშნა ლელა წურწუმიამ.

Lions club -International არის საერთაშორისო არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1916 წელს ჩიკაგოში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციას მსოფლის 190 ქვეყანაში 1,7 მილიონზე მეტი წევრი ყავს. საქართველოში წარმოდგენილია 15 კლუბით.

Lions club -International-ის მთავარი დევიზია ,,ჩვენ ვემსახურებით - WE SERVE"



Print

სტატიის გამოყენების პირობები