ახალი ამბები
ტანას შენაკად მდინარეში 80-წლის ქალი დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში უბედური შემთხვევა მოხდა. 80 წლამდე ასაკის ქალი მდინარე ათრევაში ჩავარდა და დაიხრჩო.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ათრევა მდინარე ტანას მარცხენა შენაკადია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები