2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი ხიდი
აშენდება. ამისათვის საავტომობილო გზების დეპრტამენტმა 1,1 მმლნ ლარი
გამოყო.
ახალი ხიდი მდინარე ტანაზე აშენდება, რომელიც
გორი-კასპი-მცხეთა-ზაჰესის გზას კვეთს.
qarTli.ge
წერდა, რომ ამჟამინდელ
ხიდზე დაზიანებები აღმოაჩინეს და ექსპერტებმა 2019 წელს უარყოფითი
დასკვნა შეადგინეს.
სატენდერო წინადებების მიღება 16 ივნისს სრულდება. გამარჯვებული
კომპანიის დროული გამოვლენის შემთხვევაში სამუშაოები 8 თვე
გაგრძელდება.
ქვემოთ ფოტოზე ახალი ხიდის პროექტი.
სტატიის გამოყენების პირობები