ახალი ამბები
გორის თეატრის დასი ორი მსახიობის გარდაცვალების გამო გლოვობს
გორის თეატრის ორი მსახიობი: მერაბ მეზურნიშვილი და გიორგი რევაზიშვილი გარდაიცვალნენ. თეატრის ადმინისტრაცია და სამსახიობო დასი დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

მერაბ მეზურნიშვილი გორის თეატრის სცენაზე თითქმის ნახევარ საუკუნის მანძილზე თამაშობდა.

გიორგი რევაზიშვილი მსახიობთა ოჯახში გაიზარდა. ამავე თეატრის მსახიობია დედა - დარეჯან ჭამაური, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. რაც შეეხება მამას, თურბენდე რევაზიშვილს, ისიც გორის თეატრის მსახიობი იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები