ახალი ამბები
შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობის დროს გადაადგილების უფლება 425 პირს ქონდა
შიდა ქართლის რეგიონიდან აღებული ნიმუშების რაოდენობა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე შეამოწმეს, 2229-ს აღწევს.

ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში რეგიონში გატარებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.

გუბერნატორის განცხადებით, ცხელების ცენტრში მოქალაქეებისგან 11 ათასზე მეტი ზარი განხორციელდა, თვითიზოლაციის რეჟიმი 1162-მა ადამიანი დაექვემდებარა.

თავდაპირველად, საგანგებო რეჟიმს დაექვემდებარა სასწავლო დაწესებულებები, სადაც სასწავლო პროცესები შეწყდა. შემდგომი საკითხი შეეხო სზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილების დახურვის პროცესს. დღეის მდგომარეობით გაგრძელდება სამგზავრო ტრანსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები.

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩატარდა დეზინფექცია, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სადარბაზოებში.

755 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს საკვებს, ამ პროცესს ახორციელებენ მოხალისეები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში გაერთიანდნენ. პროდუქტების დახმარების ღონისძიება განხორციელდა 10731 ბავშვის ოჯახში, რომლებიც სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში იზრდებოდნენ. პროდუქტები დარიგდა 16 500 მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებისთვის.

გადაადგილების ნებართვა 425 პირზე გაიცა. ესენი იყვნენ ფერმერები და ა.შ. 500-ზე მეტი დარღვევა იყო.

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები