ახალი ამბები
ახალგორელი მამაკაცის ცხედარი გორიდან რუსთავში დამატებითი ექსპერტიზის მიზნით გადაასვენეს
ახალგორელი მამაკაცის, ჯუმბერ მილაძის ცხედარი გორის პროზექტურიდან რუსთავში გადაასვენეს. როგორც ნანა მილაძე აცხადებს, მამის ცხედარს დამატებითი ექსპერტიზას კორონავირუსზე ჩაუტარებენ.

ჯუმბერ მილაძე 4 დღის წინ მაშინ გარდაიცავალა, როდესაც ცხინვალიდან ერგნეთის გავლით თბილისის კლინიკაში მიყავდათ. პაციენტის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო დახმარების მანქანაში დადგა.

ნანა მილაძე ამბობს, რომ მამამისი ცხინვალის საავადმყოფოში ორი კვირის მანძილზე მკურნალობდა, მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ოჯახი თბილისის კლინიკაში მკურნალობას ითხოვდა.

63 წლის ჯუმბერ მილაძე, 20 მაისს, გორის მისადგომებთან გარდაიცვალა, ის მეთხუთმეტე ადამიანია, რომელიც სექტემბრიდან დღემდე, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გამოწვეულ იზოლაციას ემსხვერპლა.

ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ცხედარი მშობლიურ ახალგორის რაიონში გადაასვენონ, სადაც ჭირისუფალი, მეუღლეა დარჩენილი
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები