ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახდება
15 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს ქეთევან ციხელაშვილი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის მომავალი საქმიანობა ავსტრიაში ელჩის თანამდებობას უკავშირდება. ციხელაშვილი იქნება ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში.

,,თუმცა, 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ჰუმანიტარული სხვადასხვა პაკეტით და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. მე ახლაც ყოველდღე მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს." - აცხადებს ციხელაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები