ახალი ამბები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ნელი გამხიტაშვილი საკუთარ ბაღში 80 სახეობის ყვავილს უვლის.

ამბობს, რომ ყვავილების მოვლა მისი ჰობია და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თვითიზოლაციაში ყოფნა ყვავილების წყალობით არ გაუჭირდა.

,,ახლა, ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ყოფნა ვერც კი გავიგე, იმდენად ვიყავი მათი მოვლით დაკავებული. ორი ბაღი მაქვს, ორი ძაღლი მყავს და ძალიან მშვიდად გავატარე ეს პერიოდი", - ამბობს ნელი გამხიტაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს მას საკუთარი სოფლის, ქურთა დატოვება იძულებით მოუწია. ლიანა იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

,,ქურთაში ძალიან დიდი და ლამაზი ყვავილების ბაღი მქონდა. ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეების მოვლა. სოფელში ხშირად აკითხავდნენ ჩემს ყვავილებს დასათვალიერებლად. აქაც მოდიან ბაღის სანახავად, ზოგჯერ გორიდან კი, ყველა სეზონის ყვავილი მაქვს და თითქმის ყოველთვის გაყვავილებულია აქაურობა",- გვიყვება ნელი გამხიტაშვილი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები