ახალი ამბები
საპატრიარქო ძამის ხეობაში 5,4 მლნ კვ.მ. ფართობს ითხოვს
საპატრიარქო, ძამის ხეობაში, 5 მლნ 432 009 კვ.მ ფართობ მიწას ითხოვს. ტყის ფონდზე ,,ზედდების" გამო, საჯარო რეესტრმა მიქაელ ბოტკოველს 42 განცხადება არ დაუკმაყოფილა.

განცხადებების ავტორი საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მიქაელ ბოტკოველია. მან საჯარო რეესტრს დოკუმენტები, მათ შორის, ნახაზები 2018-2019 წლებში წარუდგინა. ეს ნახაზები რეესტრმა დაიწუნა.

რაც შეეხება საკუთრებას, საქართველოს საპატრიარქოს, ძამას ხეობაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრებაში აქვს 450 100 კვ.მ.

იხ. ფოტო, სადაც ეკლესიის საკუთრებაში არსებული ფართობებია მონიშნული.



ამას გარდა, საპატრიარქო, როგორც რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი ამბობს, კერძო პირებზე გაფორმებულ სათიბებსა და ტყის ფართობებს ფლობს. ეს კერძო პირები არიან საბა ჟღენტი და გიორგი კორინთელი. მათ კერძო საკუთრებაში 1,6 მლნ კვ.მ ფართობია.

მონაცემებს თუ შევადარებთ, საბოლოო ციფრები ასე გამოიყურება:

1. ეკლესიის საკუთრებაშია: 450 000 კვ.მ

2. მღვდლების კერძო საკუთრებაშია - 1 615 000 კვ.მ

3. უარი კერძო საკუთრებაზე 5 432 009 კვ.მ

საჯარო რეესტრის არგუმენტი: მოთხოვნილი მიწის ფართობები არ მდებარეობს როგორც ძველი ტაძრების, ასევე ახლადაშენებული ეკლესიების ტერიტორიებზე. მოიცავს ტყის მასივს. მოძიებულ დოკუმენტებში ვნახეთ, რომ ნახაზები მოიცავს ასევე სოფლებს, სადაც მეოცე საუკუნი 90-იან წლებამდე ოსები ცხოვრობდნენ და კონფლიქტის შედეგად საქართველო დატოვეს
.


დამატებითი მასალა: საპატრიარქოს მიერ მომზადებული ნახაზების ერთი ნაწილი, რომლითაც ძამის ხეობის ეკლესიის გარშემო არსებული ფართობის დაკანონებას ითხოვდნენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები