ახალი ამბები
ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე ბრალდებული გაამართლეს
2-წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ ხაშურში მომხდარი ფაქტი კვლავ გაუხსნელი რჩება. ორი არასრუწლოვნის დაჭრის ფაქტი გამოიძიებელია.

ბრალდებული კი, რომელიც ხაშურის პოლიციამ 2018 წლის 14 იანვარს დააკავა, სასამართლოს 3-ვე ინსტანციამ გაამართლა.

პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ვერ დაამტკიცა, ნამდვილად ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული.

ფაქტი 2018 წლის 14 იანვარს, ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ერთმანეთს არასრულწლოვანთა ორ ჯგუფი დაუპირისპირდა.

შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ითვალისწინებს.

,,საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდაბრალდებულის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას". - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები