ახალი ამბები
ქარელში საკრებულოს სხდომა კულტურის სახლში ტარდება
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კულტურის სახლის სააქტო დარბაზში ტარდება.

ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე არდემანაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. მისთვის ორი დღით ადრე ცნობილი იყო ისიც, რომ სხდომას რუისის მოსახლეობის ნაწილიც დაესწრებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით,  დახურულ სივრცეში მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაც უნდა შეძლონ.რაც შეეხება სხდომას, დღეს საკრებულო იმსჯელებს იმის შესახებ, მისცეს თუ არა ქარელის მერს მიწის გადაცემის უფლება.

ქარელის მერი აპირებს მიწა ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, შემდეგ მისი პრივატიზაცია მოახდინონ. მიწას კომპანია ,,ბიგ სერვისი" ელექტროგასამართი სადგურის მოსაწყობად ითხოვს.

,აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება არ მოხდება, რადგან სტადიონი ჭირდება სოფელს" - აცხადებს რუისის მოსახლეობის ნაწილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ლადო ბუზიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები