ახალი ამბები
სატყეოს თანამშრომლები ბობნევში კოტეჯს აშენებენ
ტანას ხეობაში, სოფელ ბობნევში რეინჯერებისთვის კოტეჯი შენდება. შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ცნობით, ეს იქნება ,,საქმიანი ეზო"

საქმიანი ეზო გარშემორტყმული იქნება რკინის მწვანე ღობეებით, განათებული იქნება სპეციალური ნათურებით.

სატყეო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ობიექტზე ძირითადად რეინჯერები იცხოვრებენ. ისინი უფრო ახლოს იქნებიან ტყესთან და არსებულ სიტუაციას გააკონტროლებენ.

საქმიანი ეზოს მშენებლობისთვის 140 000 ლარი იხარჯება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები