ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც გორში ურიკით ღამეებს ათევდა, გარდაიცვალა
გორში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი ნაწილი იცნობს. ის დღე და ღამე ურიკით დადიოდა.

ღამით ხან ურიკაზე იძინებდა, ხან კიდევ ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში ათენებდა.

დღისით ბაზარში მტვირთავად მუშაობდა, ღამით კი, - ბოთლებს და რკინის ნაჭრებს აგროვებდა.

მის შესახებ არაერთი რეპორტაჟი მოვამზადეთ.

,,6 დღის წინ გახდა ძალიან ავად. ფაქტიურად ჩავარდა. დღეს უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილა. ძალიან მძიმე დღეში. ისიც არ ვიცი, რა და როგორ გავაპატიოსნო" - გვითხრა ნაზი საათაშვილმა, რომელიც ამავე დროს მძიმე ავადმყოფია. მასაც სიარული უჭირს.

ნაზი საათაშვილს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძმა, გია საათაშვილი დაეღუპა, რომელსაც 7 შვილი დარჩა. მათთვის სოციალური საცხოვრისი გამოყვეს, თუმცა იმ დროისთვის 11-სულიან დიდი ოჯახისთვის არ იყო საკმარისი.

ამიტომ, თამაზ საათაშვილი ცდილობდა წელიწადის თბილს სეზონზე კვლავ გარეთ ეცხოვრა. ზამთარში კი, ურიკაზე ღუმელი ენთო და ასე თბებოდა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში უსახლკარო კაცი საკათედრო ტაძრის წინ

მამაკაცი ანთებული ღუმელით ქუჩაში

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები