ახალი ამბები
რა შეზღუდვები მოიხსნა 8 ივნისიდან და რა რჩება ძალაში
დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

დასაშვები გახდა

• ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს;

• საქალაქთაშორისო მიმოსვლა მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე;

• ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირება.

აკრძალული რჩება

• რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება;

• ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;

• სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

• 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.

იხ. ამავე თემაზე:
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა
დღეიდან დახურული ტიპის კვების ობიექტების მუშაობა განახლდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები