ახალი ამბები
ლამისყანაში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი ახლადგარემონტებულ კლინიკას ეწვია
11 ივნისს, ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი და სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ახლად გარემონტებულ კლინიკას ეწვივნენ ლამისყამანაში. მათთან ერთად იყვნენ კასპის მერი თამაზ ტატანაშვილი, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე და კლინიკის დირექტორი ზურაბ ჯალაბაძე.

მათ ისაუბრეს კლინიკის მნიშვნელოვან როლზე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში. ლამისყანის კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ სერვისებს, მათ შორის ლამისყანის, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და ოძისის გამშვები პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კვიტის მოსახლეობის ვაქცინაციას.

ყოველთვიურად 90-მდე ადამიანი მიმართავს კლინიკას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიაცია "Spirit of America"-ს მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად დაფინანსდა. ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდმა კლინიკას ოჯახებისათვის მოსაცდელ ოთახში ყოფნის დროს წასაკითხად აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებიდან საჩუქრად გადასცა წიგნები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები