საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში მამაკაცი დაჭრეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის დაწყებული ჩხუბი იარაღის გასროლოთ დასრულდა, რა დროსაც ერთი პირი დაიჭრა.

ცეცხლსასროლი იარაღით, მულცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული, ის გვიან ღამით კლინიკა ,,გორმედში” შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მორიგე ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას მძიმე იყო:

,,გუშინ საღამოს ,,გორმედის" კლინიკაში შემოიყვანეს 30 წლამდე დაჭრილი მამაკაცი. საავადმყოფოში შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. დაზიანებული ქონდა შარდის ბუშტი და მუცლის ღრუში ქონდა დიდი რაოდენობით სისხლი ჩაღვრილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა ჩატარებული ქირუგიური ოპერაციის შემდგომ, მდგომარეობა დასტაბილურდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარში. ჯანმრთელობის მდგომალეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე: გუგუტიაანთკარში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
Print

სტატიის გამოყენების პირობები