ახალი ამბები
გორელი ახალგაზრდა პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
გორის მცხოვრები ვალერი ტეტუნაშვილი პოლციის თანამშრომლბს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, რამდენიმე პოლიციელი მას ღამის საათებში, ყოველგვარი საფუძველის გარეშე, დაესხა თავს და ძალისმიერი ქმედებებით, გამოგონილი მიზეზით დააკავა.

საქმე ეხება 17 აპრილს, კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტს, რაზეც დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდწგობის გაწევის მუხლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.

ტეტუნაშვილი მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვს და მათ შესახებ ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მიაწოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები