ახალი ამბები
კასპის სოფელ მეტეხში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
კასპში ის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. 52-წლის ქალს კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტატანაშვილმა განგვიცხადა. მისი თქმით, ქალბატონი ბოჭორიშვილის კლინიკაში, ცხელების ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ დაინფიცირება აქედან მოხდა:

,,დღეს ამ ქალბატონის ოჯახის ყველა წევრს ნიმუშები აუღეს, გაგზავნილია ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. დადასტურებული მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა" - გვითხრა კასპის მერმა.

შიდა ქართლში ეს უკვე მე-20 შემთხვევაა, საიდანაც 10 გამოჯანმრთელებულია. დანარჩენი 10-დან:

მეტეხი - 6; მირიანი - 1; გორი - 2; ხიდისთავი 1
Print

სტატიის გამოყენების პირობები