ახალი ამბები
გორში მოსწავლეებს სიგელები ,,ახალბაღში" გადასცეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამის" პროექტის მონაწილეებს სიგელები ,,ახალბაღის" პარკში გადასცა.

სიგელები პროექტში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისათვის დაიმსახურეს. ლოკაცია სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან კორონავირუსის გამო, კულტურული ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ ღია სივრცეშია დასაშვები.

სასკოლო თვითმმართველობის განვითარებას პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციები: - ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია, პროგრამა პიტა, ახალგაზრდა მკვლევართა ასოციაცია და ლიდერთა ლიგა ახორციელებენ.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი ამბობ,ს პროექტი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რათა აიმაღლონ ცნობიერება და მოახდინონ კომპეტენციების განვითარება.

"მოგეხსენებათ გორის მუნიციპალიტეტი აქტიურად აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით პროექტს "სასკოლო თვითმართველობის განვითარების პროგრამა", რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სხვადასხვა კუთხით ცნობიერების ამაღლება. კომპეტენციების განვითარება ხდება იმ სფეროებში, რომელიც ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი და გაააქტიურებს თავად მოსწავლეებს. მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ რა არის ორგანიზაციული მართვა, რა არის ორგანიზაცია, რა არის თვითმართველობა და როგორ კეთდება ღონისძიება." - განაცხადა გოგიაშვილმა

მისივე თქმით, პროექტის დაგეგმვისას აუცილებელია ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ შშმ პირები და ისე განახორციელონ აქტივობები

"ვასწავლით ასევე ღონისძიების რამდენი სახეობა არსებობს და თავად რა მიმართულებები უნდა აირჩიონ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც ჩვენ ვიწყებთ აქტივობას, ვაფრთხილებთ ყველა სკოლას, ეს იქნება კერძო თუ საჯარო სკოლები, შესაბამისად ყველას აქვს საშუალება ჩაერთოს პროექტში." - განმარტა გოგიაშვილმა.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები