ახალი ამბები
ხაშურში ,,ლელოს" ოფისი გაიხსნა
დღეს ხაშურში მოძრაობა ,,ლელოს" ოფისი გაიხსნა. მოძრაობის ლიდერმა ადგილობრივ მხარდამჭერებს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგინა.

დღეს, 28 ივნისს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ხაშურის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. კამპანიის "ახალი, ძალა, ახალი იმედით" ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის ლიდერები დედაქალაქსა და რეგიონებში ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს და რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებას განაგრძობენ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს ოფიციალურად გახსნა "ლელოს" რიგით 23-ე წარმომადგენლობა ხაშურში.  პარტიის თავმჯდომარემ და ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ, კახა კოჟორიძემ, საბა ბუაძემ შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გააცნეს "ლელოს" ხედვა და სამომავლო მიზნები.

"ლელო საქართველოსთვის" დაგეგმილი აქვს ამომრჩეველთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კამპანია "ახალი ძალა, ახალი იმედით" გრძელდება პარტიის ლიდერების, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების და მხარდამჭერების მონაწილეობით.

კახა კოჟორიძე, რომელიც წარმოშობით ხაშურიდანაა, ამბობს, რომ ხაშური გეოგრაფიულად საქართველოს გულია.

,,როგორც რომში მიდის ყველა გზა, ასევე, საქართველოში, ყველა გზა მიდის ხაშურში. მივმართავ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ხაშურში და სურამში რომ გაივლით, ერთხელ მაინც გაჩერდით ნაზუქის საყიდლად და გაიგეთ აქაური ამბები" - ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები