ახალი ამბები
აზნეთის გზაზე ავარია მოხდა
აზნეთის გზაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს ხიდისთავის პოლიცია სწავლობს. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მგზავრებმა სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება მიიღეს. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს.



ფოტოები გამვლელებმა გადაიღეს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტს მიაწოდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები