ახალი ამბები
გორელი 26-ის ქალი ოპერაციის შემდგომ გარდაიცვალა
გორში მცხოვრები 26 წლის ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. როგორც ამბობენ, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის სადინარის ოპერაცია რიგი დარღვევებით ჩაუტარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედის გიული მეტივიშვილის აზრით, რომ არა ექიმების გულგიროლობა, პაციენტი ცოცხალი იქნებოდა რადგან ახალგაზრდას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონდა.

"18 რიცხვში ჩაუტარდა ნაღვლის სადინარის ოპერაცია, კენჭი ჰქონდა. ოპერაციის დსრულების შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა და კიდევ ერთი ოპერაცია 20 რიცხვში ჩაუტარეს. დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ თქვენი შვილის მდგომარეობა ურთულესიაო. ოპერაციის დროს ორჯერ გაუჩრედა გული. მაინტერესებს, რის გამო, როცა ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა.  26 რიცხვში გვითხრეს, რომ დაიღუპა თუმცა, იქამდე მე როდესაც ჩემი შვილი ვნახე უკვე გვამის ნიშნები ჰქონდა და ვფიქრობ რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს. ექიმებმა დაუშვეს შეცდომა, რამაც გაამწვავა ჩემი შვილის მდგომარეობა. ვითხოვ ექიმების დასჯას და უფლებამოსილების შეჩერებას, რათა სხვა ოჯახებიც არ გამწარდნენ", - ამბობს გარდაცვლილის დედა გიული მეტივიშვილი.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გოგონას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგად დადგინდება სიკვდილის მიზეზი.

ექიმის, გიორგი ლობჟანიძის განცხადრბით, გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხზე და თუ რაიმე ხარვეზი იყო მკურნალობის პროცესში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები