ახალი ამბები
შიდა ქართლში 2020 წლის არჩევნებზე ორი მაჟორიტარული ოლქი იქნება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას შიდა ქართლში - 2 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ერთ-ერთ მათგანში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები;  მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები