ახალი ამბები
კასპის მერობისთვის ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს
კასპის მერის არჩევნები 2020 წლის შემოდგომით ჩატარდება. ადგილობრივი ამომრჩეველი, პარლამენტის წევრებთან ერთად, მერსაც აირჩევს.

კასპის მერის კანდიდატი ოპოზიციიდან ნუგზარ ნონიაშვილი იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილია.

მერის ხელახალი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თანამდებობა არჩეულმა მერმა, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მანუჩარ მერებაშვილმა დატოვა.

ის დღემდე არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი, ჯერ-ჯერობით უცნობია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები