ახალი ამბები
თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები 2016 წლამდე შეჩერდება

 

 

გრაკლიანის გორაზე, სადაც დღეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უძველესი წარწერის ნიმუში მოინახულეს, სტუდენტები უხელფასოდ მუშაობდნენ.  ამჟამად, ექსპედიციას საკვების თანხაც კი არ აქვს. ამ დრომდე ხარჯებს უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფარავდა.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ძეგლზე სამუშაოები 2016 წელს განახლდება. კერძოდ, 2015 წლისთვის გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია, რაც შეწყვეტას არ ნიშნავს.

 

ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ლიჩელის ჯგუფმა იპოვა, 2700 წლის წინანდელია. წარწერა ძველი წელთ აღრიცხვის VII საუკუნით დათარიღებულ  საკურთხევლის პოსტამენტზეა ამოტვიფრული. ,,სწორედ, ამ წარწერით დავადასტურებთ, რომ საქართველოში დამწერლობა 2700 წლის წინ დაიწყო." - ამბობს ვახტანგ ლიჩელი.

 

მინისტრის თქმით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა უკვე დაიგეგმა. ამ დროისათვის ადგილზე უკვე დაწყებულია ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, აღნიშნა მიხეილ გორგაძემ. 

 

ფოტო: წარწერის ვერსია (შემსრულებელი გიორგი გიგაური)

 

 

იხ. ამავე თემაზე: 

გრაკლიანის გორას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დასამტკიცებლად წარადგენენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები