ახალი ამბები
გორში პოლიციელი მოკლეს - ეძებენ მდგმურს
გორში 44-წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა.

შემთხვევევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. მდგმურიც და ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება ბრალდებულს, მას პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში ეძებდა. რეიდები ქალაქის ყველა გასასვლელში მოეწყო. ჩხრეკდნენ ავტომანქანებს. 

ირკვევა, რომ ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა.

იხ. ამავე თემაზე: გორში პოლიციის თანამშრომელი დავით სვიანაძე მოკლეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები