ახალი ამბები
სოფელ ფერმაში მცხოვრები ოჯახის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 22 ივნისს მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, ყაჩაღობაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებული კი, - 2 პირია, მათ შორის, ერთ-ერთი - 2009 წელს ასევე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი.

შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 23 აპრილს მოხდა. თავდასხმის დროს, ოჯახის წევრები სკამზე დააბეს. ერთ-ერთ წევრს კი, ცხვირიც მოაჭრეს.

,,2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ისინი შეიარაღებულები იყვნენ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ალიოღლების საცხოვრებელ სახლში, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოჯახის 3 წევრს, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ასეთი ძალადობის გამოყენებით, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ: 350 ლარსა და კრიალოსანს, ოქროს სამკაულებს ღირებულს 8 450 ლარად, "ჰუავეის" ფირმის მობილურ ტელეფონს, ოქროს სამკაულებს, ღირებულს 2 900 ლარად და ყულაბაში მოთავსებულ ოჯახის კუთვნილ თანხას." - აღნიშნულია ბრალდების ნაწილში.

გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ საიდან ჰქონდა ნასამართლევ პირს ან საიდან შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - სროლისათვის ვარგისი, 16 კალიბრიანი, გლუვი ლულის მქონე სანადირო თოფის მოდელი "ЗК,". იარაღს კუსტარულად დამოკლებული ჰქონდა ლულა, რასაც ინახავდა აღაიანში. ეს იარაღი პოლიციის მტკიცებით იპოვეს ერთ-ერთი ოჯახში.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულები იარაღს და სამკაულებს არ შეინახავდნენ ამ ოჯახში, რადგან ოჯახის წევრი მძიმე სენითაა დაავადებული და ადვილად მოექცეოდა პოლიციის ზემოქმედების ქვეშ.

ადვოკატები იმასაც აცხადებდნენ, რომ ოჯახის პატრონი, რომლის სახლში იარაღი და სამკაულები იპოვეს, არ იქნებოდა მხოლოდ მოწმე.

,,დაუჯერებელია, რომ მას მხოლოდ თვალი ედევნებინა ამ ორი პირისათვის, ხოლო თავად კი ქონებრივი სიკეთის გარეშე დარჩენილიყო." - აღნიშნულია სასამართლოს მასალებში.

ირკვევა ასე ისიც, რომ ბრალდებულების ტანსაცმლიდან აღებული ნიმუშები დაემთხვა დაზარალებულთა ტანსაცმელზე აღებულ ნიმუშებს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ ბრალებულებისა და დაზარალებულების ტანსაცმელი ერთმანეთს შეახო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები