ახალი ამბები
გორში რამდენიმე ოჯახს დენი 3 წელია არ მიეწოდება
გორში სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც დენი 3 წელია არ მიეწოდება.

ამჯერად, ისინი უწყლოობას უჩივიან და აცხადებენ, რომ წყლის ზიდვა გორიდან უწევთ.

დასახლებაში დღეს ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერი ბადრი ბასიშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს ოჯახები ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული.

“კოტესთან ვიყავით შეხვედრაზე და ვუთხარით, ვერ აუდივართ სანთლების ყიდვას, მძიმე დღეში ვართ-თქო. ჩაიცინა და თქვა: ლამპა და ნავთი უფრო იაფი დაგიჯდებათო. მერე ვიკითხე “კალონკაზე” და იმათაც დამცინეს, სადღაა ქალბატონო ნავთიო?!”,-აცხადებს მზია კულბეგოვი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები