ახალი ამბები
დუგლაძე და ხოჯევანიშვილი - ,,ქართული ოცნების" სავარაუდო მაჟორიტარული კანდიდატები შიდა ქართლში
პარტიულ კვლევაში დაბალი რეიტინგის მიუხედავად ,,ქართული ოცნება", გორი-კასპის ოლქში, გიგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურას მაინც განიხილავს. ხაშური-ქარელის ოლქში კი, დავით დუგლაძეს, რომელიც ,,დუგლაძეების ღვინოების კომპანიის" ერთ-ერთი მეწილეა.

ინფორმაცია qartli.ge-ს არაოფიციალურად მიაწოდეს, თუმცა 20 ივლისს შესაძლოა ის კიდევ დაზუსტდეს.

გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორია და მისი წარსულის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს ვწერდით,

რაც შეეხება დავით დუგლაძეს, ის დაბადებულია, 1977 წელს, ხაშურში და რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს თბილისი.

იგი ,,დუგლაძეების ღვინოების კომპანიის" დამფუძნებელია 2010 წლიდანა. ამ კომპანიის პარტნიორია მისი ძმა, ზაალ დუგლაძე. ასევე, რუსეთის მოქალაქე გიორგი კაპანაძე. 

მეწილეთა სიაშია ალექსანდრე ივანიშვილი. თუმცა, ეს მეწილეების ცვლილება კომპანიაში 2012 წლის შემდეგ განხორციელდა.

კომპანიას 2012-2020 წლებში არაერთი პარტიული შემოწირულობები აქვს გაღებული - სულ 260 000 ლარი.

აქედან 60 ათასი ლარი 2012 წლის ივნისში, მაშინდელ მმართველ პარტიას შესწირა, ხოლო დანარჩენი თანხა როგორც ,,ქართულ ოცნებას", ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდს შესწირა.

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. შიდა ქართლში - 2 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ერთ-ერთ მათგანში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები