ახალი ამბები
ქვახვრელში შიშობენ, რომ სახელმწიფო სტადიონს ყიდის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში შიშობენ, რომ სახელმწიფო სტადიონს ყიდის. ამის შესახებ ადგილობრივებმა qartli.ge-ს განუცხადეს.

როგორც გავარკვიეთ, მიწის ნაკვეთი გორის მერიის ბალანსზე არაა, მას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. 

სააგენტოს ვებ-გვერდზე კი, მიწის ნაკვეთი აუქციონზე გატანილი არ არის.  სააგენტომ მიწის ნაკვეთი 2017 წელს დაირეგისტრირა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები