ახალი ამბები
11-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები განახლდა
დღეს, დილით, 12 საათზე, ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრა განახლდა. კორონავირუსის პანდემიის გამო 96-ე შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ამ განახლებისთვის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა:

,,თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის." - აღნიშნულია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას.

ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრები 2019 წლის აგვისტოდან შეწყდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამ ფორმატის შეხვედრაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე საქართველოს ხელისუფლება საპოლიციო საგუშაგო მოაწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები