ახალი ამბები
გიორგი ხოჯევანიშვილი, გუბერნატორის რანგში, ბოლო ანგარიშს უფლისციხეში წარადგენს
31 ივლისს 19 საათზე გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი უფლისციხეში შეხვედრას მართავს. რეგიონის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად 2-წლიანი მუშაობის პერიოდს შეაჯამებს.

ინფორმაცია ქარტლი.გე-ს უფლისციხიდან აცნობეს. ხოჯევანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატია მმართველი გუნდიდან. შესაბამისად, ის თანამდებობას ტოვებს. ვინ იქნება მისი შემცვლელი უცნობია.

რაც შეეხება არჩევნებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი კონკურენტი ოპოზიციიდან ბადრი ბასიშვილია.
გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა. ის 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მუშაობდა, ეკავა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის პოსტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები