ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოდისყწაროში ახალი სკოლა შენდება
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს - პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია

ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები