ახალი ამბები
გორში პოლიციამ ნასვამ ახალგაზრდებს მანქანა ჩამოართვა
გორში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ავტომანქანა ჩამოართვეს. ამის მიზეზი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა გახდა.

,,იუბილე გვაქვს, გაგვატანეთ"-  სთხოვდნენ პოლიციელებს, თუმცა უშედეგოდ.

,,თუ რამე პრეტენზია გაქვთ, შეგიძლიათ გაასაჩივროთ" - უპასუხეს პატრულის თანამშრომლებმა. - ,,მანქანა კი ხვალ წაიღეთ".

ქალაქის ცენტრში მობილიზებული იყო ოთხი ეკიპაჟი პატრული. თუმცა ეკიპაჟის წევრების თქმით, სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები