ახალი ამბები
ცხინვალში დაკავებული გახელაძის ოჯახის წევრებს შალვა ნათელაშვილი შეხვდა
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შეხვდა.

შალვა ნათელაშვილი დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა. გახელაძის ოჯახის წევრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

33-წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში სხვილოს ციხის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკის სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები